ნანუკა ჟორჟოლიანი – პატიმრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აგინებდნენ, არიან სუს-ის ბიჭები, ისინი უმცირესობაში არიან, ამიტომაც ფართხალებენ საკნებში ვირთხებივით

სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იმყოფებოდა. მან ადგილზე ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა მიიტანა და საქართველოს ჰიმნი ჩართო.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტერიტორია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების თხოვნით დატოვა.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის.

„ისინი რომ მიშას აგინებენ, ეს ნიშნავს, აბსოლუტურად სხვა რაღაცას. ისინი არიან სუს-ის ბიჭები და ისინი არიან აქ მაღალჩინოსნების ბიჭები. ჩვენი პასუხი თითოეულ მათგანისთვის არის ეს. მე დღეს აქ მარტო არ ვდგავარ, ასე ფიქრობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ესენი არიან უმცირესობაში, ამიტომაც ფართხალებენ იმ საკნებში ვირთხებივით. ეს იყო ჩვენი პასუხი და ჩვენ ბევრნი ვართ. ეს კრიმინალები მაღალჩინოსნებისა და სუს-ის დავალებით, გუშინ ბედავდნენ, რომ ეგინებინათ პრეზიდენტისთვის. ვმსჯელობდით, რა მელოდია შეიძლება ჩაგვერთო და ვიფიქრეთ, გვითხრეს, გაღიზიანება რომ არ გამოვიწვიოთ და მიშამ გაიგონოს ჩვენი მხარდასაჭერი ხმა, მოდი, ჩავრთოთ ჰიმნი, ჰიმნზე ხომ გამორიცხულია, შეიგინონო. ამათ ქვეყანა რაში ადარდებთ ან საქართველოს ჰიმნი, ყველა, ვინც იმ საკანში ზის, არის სუს-ის ხელის ბიჭი“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ე.წ შუმოკი გლდანის ციხის კრიმინალებისგან – ნიკა გვარამიას და დიტო საძაგლიშვილის გამოჩენას პატიმრების აგრესია მოჰყვა
შემდეგი სტატიადეგნანი – ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი