ნანუკა ჟორჟოლიანი: მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი ახალი სახეები, გასაგებია

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების ფაქტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება:

“ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ერთადერთი კითხვა მაქვს. არჩევნებამდე რატომ არ წავიდნენ? რეალურად, ამ კითხვაზე პასუხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მიიღება პასუხი, რომ ცდილობდნენ ერთიანობას. ასე რომ ყოფილიყო, გიგი წერეთლის მამას პარტიას არ დაარეგისტრირებინებდნენ.

ის, რომ ბოკერიამ ამ “კარტინკისთვის” დაწერა გამსვლელთა სია ეგეც გასაგებია. ემზადებოდნენ ფაქტია გაყრისთვის, უბრალოდ, არჩევნებამდე რატომ არ წავიდნენ, თუ საკუთარ ძალებში იყვნენ დარწმუნებულები? აი ესაა საინტერესო: კიდევ იქნება არჩევნები ამ ქვეყანაში, არაერთი თან, თორემ მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, მიშა მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ღვინიაშვილი, ჭიაბერაშვილი ახალი სახეები, გასაგებია.

წაიშლება ყველა კომენტარი, სადაც გიგი იქნება ცუდ კონტექსტში მოხსენიებული. გაითვალისწინეთ, ეს მისი მეგობრის გვერდია”, – წერს ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრაქციას სახელწოდება შეეცვალა
შემდეგი სტატიაავსტრია ევროკავშირის და ავსტრიის მოქალაქეების თანაბარი სამუშაო უფლების გაუქმების მოთხოვნას აპირებს