26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანი მელიას პასუხობს: კაცს კი არა, ქალსაც არ უხდება ჭორაობა, მით უმეტეს, როცა ადამიანი ტყვეა

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად შიდაპარტიულ ეჭვიანობას ასახელებს. ჟორჟოლიანი მელიას ვერსიას აბსურდულს უწოდებს და 2021 წლის კულისებს იხსენებს.

“უკრაინაში დატოვო კარგი ცხოვრება, გავლენები, ჩამოხვიდე თბილისში და ჩაჯდე ივანიშვილის ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ იეჭვიანე?

მიშას ხასიათის ცოდნა არაა აუცილებელი ეს ვერსია აბსურდული მოგეჩვენოს.
მიშას პარტია მანამდე “ასჯერ” აახიეს და თუ არ ჩავთვლით ადამიანურ იმედგაცრუებებს, დიდად არ დარდობდა მაგ ამბავს, რადგან მიშასთვის ეგ პარტია თვითონ მიშაა.
მახსოვს როცა ჩამოვიდა და დააკავეს, რაღაც ეტაპზე მომწერა აქციების ორგანიზებაში ჩავრთულიყავი. პარტიის რესურსი დამჭირდა, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური.
მაშინდელი პარტიის ლიდერმა და ლიდერებმა მითხრეს რომ მათი იმედი არ უნდა მქონოდა.
“მე ვუთხარი არ ჩამოსულიყო” ეს იყო პასუხი და თუ ვინმეს მართავდა ეგო, იმ ადამიანს ვინც ეს მითხრა. ამ კინკლაობისთვის მოიცალეს მაშინ როცა მიშა პატიმარი იყო.
ამ თემაზე დიდი ომები და გარჩევები გქვონდა. იქედანაც ყვიროდნენ და აქედანაც ყვირილით ვპასუხობდი.
უფრო მეტიც, პარტიის აქტივი ვითხოვე აქციაზე და ჩატში ჩაიწერა რომ არავინ დამხმარებოდა:) ვინც დამეხმარა, მალე მოხსნეს იმ პოზიციიდან რომელსაც იკავებდა მაშინ.
ბუნებრივია მეტი დეტალის მოყოლა შემიძლია, მაგრამ კაცს კი არა, ქალსაც არ უხდება ჭორაობა. თან , როცა ადამიანი ივანიშვილის ტყვეა, მეტი მოფრთხილება სჭირდება.

თავისუფლება მიშას!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”_ წერს ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის sCoolApp- ში Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა
შემდეგი სტატია“ივანიშვილს მოსწონდა ის რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და თავისთვის შეინარჩუნა”- გია ხუხაშვილი