18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარ ბავშვებზე, საზოგადოების შეგროვებული თანხა კი ხალხის პასუხია

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „დაიცავი ილიაუნის“ საქველმოქმედო მარათონს ეხმაურება და ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების მიტოვებაში ადანაშაულებს.

ჟორჟოლიანის განცხადებით, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიმართ ხალხის პირდაპირი პროტესტია:

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქველმოქმედებაზე. ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარ მოქალაქეებზე და ბავშვებზე იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რომლის მოძიებაც მათთვის ძალიან მარტივი იყო.

ხელისუფლებას უყვარს კვლევებით მოქმედება და გადაწყვეტილებების საზოგადოებრივ აზრზე მორგება. ჰოდა, ამ ქვეყნის უმრავლესობამ მათ მკაფიოდ უთხრა: თქვენ ცდებით, ჩვენ თქვენი გადაწყვეტილება არ მოგვწონს! მათ ზურგი აქციეს ამ ბავშვებს და თქვეს, რომ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, თუმცა ხალხის სოლიდარობამ საპირისპირო დაამტკიცა. ამიტომ, ამ თანხას ჩემთვის ბევრად უფრო დიდი, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, — განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტვ პირველის ეთერში.

ბოლო ცნობებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიამოსკოვმა ლეგენდარულ მოჭადრაკესა და ოპოზიციონერ გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა