27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ენმ”-ში დაგეგმილ ახალ ინიციატივას თავად მიხეილ სააკაშვილი წარადგენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სადავეები შესაძლოა ახალი თავმჯდომარის ნაცვლად, ახლად ფორმირებულმა სტრუქტურამ გადაიბაროს. მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ პარტიაში განსხვავებულ ფორმატზე მიმდინარეობს მსჯელობა. მისი თქმით, ეს მოდელი უფრო ეფექტური და რეფორმებზე ორიენტირებული იქნება, რადგან მართვა კონკრეტულ ჯგუფზე გადანაწილდება.

ჟორჟოლიანმა ასევე განმარტა, რომ მისი კანდიდატურა ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც პროცესიდან მისი ჩახსნა ფიზიკურად ვერ მოხდებოდა. ტელეწამყვანის თქმით, ახალ ინიციატივას თავად მიხეილ სააკაშვილი წარადგენს:

„აქ საუბარია თავად მიხეილ სააკაშვილი რა სტატუსით იქნება და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორია, მან გააკეთოს ამ ახალი ინიციატივის წარდგენა, ამიტომ დაველოდები მის წარდგენას და შემდეგ უფრო ბევრი დეტალი გახდება ცნობილი. ჩემი აზრით, ეს იდეა, ეს სიახლე გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, საქმეზე ორიენტირებული და მეტად რეფორმებზე ორიენტირებული იმიტომ, რომ არ იქნება მხოლოდ ერთ და ორ ადამიანზე დამოკიდებული, იქნება ჯგუფზე დამოკიდებული და ამ ჯგუფს ეყოლება ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც უკონკურენტოა რეფორმების ნაწილში“.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა თბილისში: აღმაშენებლის ხეივანზე წაქცეულმა ხემ გზა ჩაკეტა, დატბორილია ქუჩები