ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენი დუმილია იმის მიზეზი რაც ამ ქვეყანაში ხდება და ქართული ოცნება რომ ამდენს ბედავს ეგეც ჩვენი ბრალია

“თავიდან მივდივართ წრეზე როცა პრეზიდენტის გადარჩენა უნდა გახდეს ჩვენი მთავარი დღის წესრიგი თუ დღესვე ამოვიღებთ ხმას?” – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე წერს და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

მიხეილ სააკაშვილი იძულებით გადაყავდათ რუსთავის ციხეში, რა დროსაც დაემართა კრიზი და გონება დაკარგა. ამ გართულებას ქოცები არ ელოდნენ როგორც ჩანს და მისი გადაყვანა გადაიდო რამდენიმე დღით.

თავიდან მივდივართ წრეზე როცა პრეზიდენტის გადარჩენა უნდა გახდეს ჩვენი მთავარი დღის წესრიგი თუ დღესვე ამოვიღებთ ხმას?

ჩვენი დუმილია იმის მიზეზი რაც ამ ქვეყანაში ხდება და ქართული ოცნება რომ ამდენს ბედავს ეგეც ჩვენი ბრალია, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიხერხეულიძე: თუკი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ, აპირებს შიმშილობის გაგრძელებას
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით კელი დეგნანი ანრი ოხანაშვილს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება