8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

,,მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. არ დაგიწყებთ იმის მოყოლას რა გაუკეთებია ნანუკას ფონდს. პროკურატურას დეტალურად აქვს ჩემი დოკუმენტაცია შესწავლილი და ალბათ უკვე გეტყოდნენ, რომ თქვენი “ერთგული” ვეზირებისგან განსხვავებით ერთი ლარიც კი, არაკეთილსინდისიერად არ დახარჯულა.

ოქროს ზოდებზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია.“ურჩიეთ” პროკურატურას ბავშვების ფონდს მოხსნან ყადაღა. იცით რამდენ ბავშვს დავეხმარები თითქმის ნახევარი მილიონით, რომელიც ანგარიშებზე დევს? იცით რამდენ მშიერ და სიცოცხლისთვის მებრძოლ ბავშვს დავუბრუნებ იმედს? რა შეიძლება იყოს ამ ამბებში ჩემი ხელის შეშლის მიზეზი, თუ არა ბოროტება.

რა ახსნა აქვს ამ ფონდის ყადაღას, რომელმაც ასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილს, უიმედობას, სიკვდილს და კიდევ უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს და ამის შანსი, თქვენთვის უმარტივესი პროცედურა, ყადაღის მოხსნაა”,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ორი რუსული Su-34 გაანადგურა
შემდეგი სტატიასაიას აქვეყნებს შეფასებას პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ