სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებისა და სტუდენტების მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებულ სოლიდარობის თანხას ეხმაურება.
ჟორჟოლიანი ხაზს უსვამს საზოგადოებრივ ერთობას და არსებულ პოლიტიკურ რეალობას მკვეთრად აფასებს:
„ეს რა სიგიჟე ხდება, დიუშენის ბავშვებს 300 ათასი ლარი შეუგროვეს სტუდენტებმა და მოქალაქეებმა. აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები. აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს“, — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, სტუდენტური პროტესტისა და აქციების პარალელურად, ახალგაზრდებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია წამოიწყეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მკურნალობის დასაფინანსებლად, რის შედეგადაც მოკლე დროში 300 000 ლარზე მეტის მობილიზება მოხერხდა.

















