ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
_აწმყოში ყოფნა, აქ და ახლა, სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
2012 წელს სად იყავით, დაიკიდეთ. წარსულზე ჩაბღაუჭება აწმყოს ბლარავს.
თვლი, რომ 2012 წელს შესაცვლელი იყო მთავრობა? — სწორია.
თვლი, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლების გადაბარება ამ ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი? — სწორია.
თვლი, რომ ვინც ეს გააკეთა, დიქტატორი ვერ იქნებოდა. — სწორია.
ახლა რა ხდება? აქ და ამ წუთას.
პირდაპირ ეთერში ბიჭზე სექსუალურად ძალადობენ — და კი, ზუსტად ისე, როგორც ყვება. ამ დროს ტიპები ისევ „ცოცხებს“ გაიძახიან, რომელიც დადგმული იყო (თორემ ციხის დაწყევლილ ვითარებაზე არ ვილაპარაკოთ, ვთანხმდებით).
რაც მაშინ იყო მერვეში, იმაზე ასჯერ უარესია დღეს მეექვსეში. კარანტინი მონაგონია, პატიმრები თვითდაზიანებებს იყენებენ სიმწრისგან. ფსიქიატრი სჭირდება ყველას, ვინც იქიდან გამოდის.
გესმით? ეს ტრაპაიძე სადისტია. გარედან რომ პოლიციელი პატიმრის წამებას უკვეთავს, ესე იგი, ამბავი სისტემურია.
ამ ყველაფერზე ფოკუსი გაგვებლარა და იცით რატომ? ისევ წარსული ვქექეთ.
ცხოვრება არის აქ და ახლა და მხოლოდ აწმყოში შეგვლიძლია მათ შორის წარსულის გამოსწორებაც მეგობრებო.
ტატო, ვაფასებ შენს ბრძოლას. დარწმუნებული ვარ ჩვენზე კარგად იცი რომ დიქტატორები არჩევნებით არ მიდიან და პინოჩეტის მაგალითიც არ გამოდგება, რომელიც არსადაც არ წასულა არჩევნების შემდეგ.








