ნანუკა ჟორჟლიანს საჩივრების განხილვაზე არ უშვებენ

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების ხელახალი განხილვა მიმდინარეობს. საკუთარი ხმების დასაცავად კომისიაში მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი

სამართალდამცველებს საოლქო კომისია პიკეტირებული აქვს და ოპოზიციის მხარდამჭერებს და ნანუკა ჟორჟოლიანს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, ამის უფლება აქვს.

ჩემი მხარდამჭერები ვერ შემოვლენ ეს კანონის დარღვევაა, თუმცა მე, როგორ კანდიდატს მაქვს უფლება შევიდე იმიტომ რომ აქ იხილება ის საჩივრები, რომლებიც დაწერილია ჩვენი წარმომადგენლების მიერ …მინდა ნიჟარაძეს, თამარ ჟვანიას ლეკვს ვკითხო, ვინ არის ის 6 ათასი ადამიანი, რომლებიც არჩევნებამდე 24 საათით ადრე გაჩნდნე სიაში” -ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია – არჩევნების შედეგების მიუხედავად
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილეს