ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. მისი 27 აპრილის განცხადება რუსთავის მერიამ უკვე დააკმაყოფილა. ის 5 აპრილს დაინიშნა.
ნანუკა ხუსკივაძის თეატრიდან წასვლის მიზეზი უცნობია.
მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 16 მარტს გამოცხადებულ კონკურსში 6 კანდიდატი მონაწილეობდა. სარეკომენდაციო საბჭომ არჩევანი ნანუკა ხუსკივაძეზე შეაჩერა.