ნანუაშვილის ,,მიჭირხვნის“ დრო დადგა?- ,,კადრებთუხუცესის“ სია

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის, სოსო ცინცაძის განცხადებით, საზოგადოება ხშირად იღებდა მედიიდან ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვისი ,,მიჭირხვნა“ ჰქონდა შეკვეთილი ,,კადრებთუხუცესს“ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს. სიაში იყვნენ: ალასანია, უსუფაშვილი და ახლა პრეზიდენტის შემდეგ კიდევ ერთი ადამიანის – უჩა ნანუაშვილის ,,მიჭირხვნის“ დრო დადგა.

,,როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის შემდეგ, ახლა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანის ,,მიჭირხვნის“ დრო დადგა, რომელსაც პროვატიზაცია ასევე ვერავინ მოუხერხა. ეს გახლავთ ჩვენი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი… ამის მიზეზია ის რომ ის სისტემურად აბსოლუტურად არგუმენტირებულად წლების განმავლობაში დებდა განვლილი პერიოდის ანგარიშს, რაც გულზე თაფლად არ ეფინებოდა იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომელთაც სამსახურეობრივი მოვალეობა იყო ასეთი ნეგატიური შეფასებები არ მოხვედრილიყო ანგარიშში. ამასთანავე ვერც იმას დავივიწყებთ, რომ ბატონი უჩა არ გახლავთ ჩვენი ,,კარდებთუხუცესის“ პირადი არჩევანი“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი ,,რეზონანსთან“ საუბარში.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს
შემდეგი სტატია“ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა საპარლამნეტო რესპუბლიკა, ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები”- პრეზიდენტი