ნანუაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მტრულ სახელმწიფოში ქართველი ოფიცრის ექსტრადირება არ მოხდეს

news
ავტ.: news იანვარი 24, 2017 12:10

ნანუაშვილი: სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მტრულ სახელმწიფოში ქართველი ოფიცრის ექსტრადირება არ მოხდეს

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მტრულ სახელმწიფოში ქართველი ოფიცრის ექსტრადირება არ მოხდეს.

ამის შესახებ მან ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები ნებისმიერი მეთოდების გამოყენებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას ადამიანის უფლებები და მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მტრულ სახელმწიფოში მისი ექსტრადიცია ავირიდოთ“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2017 12:10