ნანი ბრეგვაძემ პუტინზე შეკითხვას თავი აარიდა

რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში გადაიცა ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მან მისცა ცნობილ რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს. მომღერალმა გაიხსება ბავშვობის დრო, ისაუბრა მის წარმატებულ კარიერასა და შემოქმედებაზე, საყვარელ მომღერლებსა და მეგობრებზე.
ნანი ბრეგვაძის თქმით, სოლო კონცერტი მას რუსეთში დიდი ხანია არ გაუმათავს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთოვის გამო, თუმცა ხალხი არაფერ შუაშია. ასევაე ბუბა კიკაბიძეც, რომელზეც ძალიან იმოქმედა პოლიტიკამ : „ ჩვენ პატარა მიწაზე იმყოფებიან შეიარაღებული ძალები, რომლებიც „ართც თუ ისე კორექტულად იქცევიან“.
მომღერალს არ გააჩნია ნოსტალგია საბჭოური პერიოდისადმი. „ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა მიმართული“, -აღნიშნა მან.
ნანი ბრეგვაძის აზრით სტალინი იყო გენიოსი, თუმცა- ტირანი. საუბარში მან გაიხსენა ბაბუას სიტყვები, რომელიც სტალინს „ჭკვიან ყაჩაღად“ მოიხსენიებდა.
ჟურნალისტის შეკითხვას – „ როგორი დამოკიდებულება აქვს პუტინისადმი“, მომღერალმა უპასუხა: „არის მომენტები, როდესაც არ მინდა გავცე შეკითხვას პასუხი“.
ნანი ბრეგვაძე თვლის, რომ საქართველო ცდილობს იაროს „ტაძრისკენ მიმავალი გზით“. „აუცილებელია წინსვლა, სიკეთის კეთება, ერთმანეთის პატივისცემა…ხელისუფლება უნდა იგრძნობოდეს ქვეყანაში…უნდა იყოს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“, -აღნიშნა მან.

https://youtu.be/NQlNcGHentI

banner
წინა სტატიაშირუსთავი2-ის სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა საქმისადმი მოსამართლის მიკერძოებული დამოკიდებულებით – საერთაშორისო გამჭვირვალობა
შემდეგი სტატიასირიაში ამერიკული კოალიციის დაბომბვებს ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა