ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა ჩამოინგრა კორპუსის სადარბაზო. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

სადარბაზოს ადგილას ამ დროისთვის მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.

ნანგრევებში ათამდე მანქანაა მოყოლილი.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნანგრევებს შორის მოყოლილი მანქანიდან 6-7 წლის ბავშვი გამოიყვანეს. იგი ცოცხალია.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

banner
წინა სტატიაში„ჯერ ხმა იყო და შემდეგ ჩამოინგრა, სავარაუდოდ, აფეთქდა რაღაც“ – ბათუმში მომხდარი შემთხვევის დეტალები
შემდეგი სტატიანანგრევებიდან ისმის ხმა! ადამიანები შველას ითხოვენ – ახალი დეტალები