ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ: ნანგრევებში მოყოლილ 12 წლის ბავშვს და დედას ვერ პოულობენ

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

„გავიგო, ადამიანი ცოცხალია, მკვდარია. არ მპასუხობს ტელეფონზე. პირველ კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მესამე სართულზე იყვნენ. რაც გავიგე ტელევიზორით, მის მერე ვრეკავ, სამსახურში ვიყავი და იქიდან მოვდივარ. ოჯახში სამი წევრია. ორი შვილიშვილი მყავს, ერთი სკოლაშია. ბავშვი და რძალი იყვნენ სახლში. ბავშვი 12 წლისაა, ზარი გადის და არ მპასუხობენ“, – განაცხადა ოჯახის წევრმა.

banner
წინა სტატიაშიკალოიანი: ახლა ჩვენი გული და გონება მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც არიან ნანგრევებში მოყოლილი და ჩვენ ყველანაირ ზომას უნდა მივმართოთ მათ გადასარჩენად
შემდეგი სტატია„სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს თბილისში აქციის გამართვას გეგმავს