ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი ნანგრევებიდან 1 და 9 წლის შვილების ამოყვანას ელოდება

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი, რამაზ დავლაძე ამბობს, რომ მისი ცოლი ჯერჯერობით კონტაქტური არ არის.

როგორც დავლაძე აცხადებს, ის ახლა ნანგრევებიდან შვილების ამოყვანას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 1 და 9 წლის ბავშვებზე.

“ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთის წყალობით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. არ მინახავს არცერთი. მეუღლე ჯერჯერობით კონტაქტური არაა”, – აცხადებს რამაზ დავლაძე.

დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში აქცია ჩანიშნა- აქცია 20:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან გაიმართება