ნანგრევებიდან ამოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია

ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. კლინიკა მედცენტრის ექიმის ინფორმაციით, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს დამოუკიდებლად და კონტაქტურია, თუმცა დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება:

“პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური, გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში” – ამბობს ექიმი.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში ტრაგედიას მოჰყვა, შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა
შემდეგი სტატიაჰარცელი – მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვის