2020 წელს გადადებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ერთმანეთს იტალიისა და თურქეთის ნაკრები გუნდები ხვდებიან. თურქეთი თამაშობს სქემით 4-1-4-1, იტალია – 4-3-3. ეს რას ნიშნავს? თამაშის დროს ვნახავთ.
ჩემპიონატი 11 ივლისამდე გაგრძელდება. არის შეზღუდვები, მაგრამ ყველა მატჩს დაესწრება მაყურებელი. ჩემპიონატის მასპინძელია 10 ქვეყანა. სულ ევრო-2020-ში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს.