17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ჟორჟოლიანი: ივანიშვილი მიხვდა, რომ ღარიბაშვილის ქეისმა დააზარალა – ახლა დაიდება სცენარი, რომ ბიძინა მოატყუეს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებსა და ირაკლი ღარიბაშვილსა და მამუკა მდინარაძის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

ჟორჟოლიანის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ექს-პრემიერის პატიმრობამ და მისმა წერილებმა მმართველ გუნდსა და მის ამომრჩეველში სერიოზული ბზარი გააჩინა, რის გამოც ახალი პოლიტიკური სცენარის მომზადება გახდა საჭირო.

„ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რამემ დააზარალა, ირაკლი ღარიბაშვილის ქეისია. თან, ‘ნამდვილ’ ქოცებს ბოლომდე არ სჯერათ, რომ ღარიბაშვილმა მის სულიერ მამას ფული მოპარა. სულ რომ მოიპაროს, ქოცისთვის ეგ რატომ არის პრობლემა — ბიძინას ჯიბიდან ხომ არ ამოუღია, ბიუჯეტს მოპარა და ეგ არაა ქოცისთვის ქურდობა. მთავარია, ბატონის ერთგულად რჩება, ‘ისევ ის ირაკლი ვარო’ — ტირილის წერილებს უგზავნის და ქოცისთვის მთავარი ესაა.

როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა რომ “გაასხა”  მის დანაშაულზე, საჭირო გახდა მეტი მტკიცებულება. სავარაუდოდ, ყველაფერი ისე არ დალაგდა, როგორც ბატონს აჯერებდნენ. ახლა დაიდება სცენარი, რომ ბიძინა მოატყუეს, უფრო სწორად — შეცდომაში შეიყვანეს. ღარიბას აჩვენებს, რომ ‘სამართლიანია’, ის კიდევ წერილების წერას შეწყვიტავს ან უფრო მეტი “მადლობა ბიძინა” იქნება“, — წერს  ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის შიგნით ინფორმაციის გაჟონვის შიშიც გაჩნდა:

„ეჭვი მაქვს, გაგრძელებაც იქნება. თან ამას ისიც ემატება, რომ ბიძინა საკუთარ რიგებში “მადიარს” [ინფორმატორს] ეძებს“, — დასძენს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის მიერ პოლიტიკიდან წასვლას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც მან მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა. მდინარაძემ ბრალდებები უარყო, თუმცა მალევე თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მდინარაძემ დაგვტოვა! მალე მასაც პირველები საკუთარი თანაპარტიელები ესვრიან ქვებს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: ივანიშვილის სისტემაში მხოლოდ პაიკები არიან – მდინარაძის წასვლა კობახიძესაც უკავშირდება