ნანა თხელიძეს ქართულ საარჩევნო ტექნოლოგიაში ახალი სტანდარტი შემოაქვს

naარჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საბურთალოს ამომრჩეველი განსხვავებული საარჩევნო აგიტაციის მომსწრე გახდება. ხვალ, 5 ოქტომბერს, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ყოფილი პოლიტპატიმარი, ნანა თხელიძე, გამსახურდიას (პეკინის) სამ ნომერში, ორ საათზე, მხარდამჭერ ახალგაზრდებთან ერთად მივა. როგორც თავად ქალბატონმა ნანამ „თაიმერს“ განუცხადა:
_ ამომრჩევლებს მივმართავ ფლეშბომით“.
_ ქალბატონო ნანა, რატომ აირჩიეთ ასეთი არასტანდარტული აგიტაცია?
_ არ ვიცი რას გულისხმობთ სტანდარტში ან არასტანდარტულში, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ძალიან დაძაბული ფონია შექმნილი წინასაარჩევნოდ. ჩვენი ცხოვრება არჩევნებით არ იწყება და არც მთავრდება, ამიტომ ვცდილობ ადამიანებს ნეგატიური განწყობა არ შევუქმნა და ხვალ ე.წ. ფლეშ-ბომით წარვსდგები ჩემი ამომრჩევლების წინაშე.
_ ფლეშბომი ეს არის: ხანმოკლე პერფორმანსი ხალხმრავალ ადგილას, როდესაც ადამიანთა მცირე ჯგუფი მოულოდნელად ჩნდება და დგამს საინტერესო სცენას, რომელიც ხალხის ყურადღებას იპყრობს. მისი მიზანი შეიძლება იყოს გარკვეული სოციალური, პოლიტიკური, კულტურული ან კომერციული ინფორმაციის გავრცელება. თქვენ რას სთავაზობთ ამომრჩევლებს.
_ მობრძანდით ხვალ და ნახავთ.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ?
_ ძალიან დადებითი. ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ და გადავიტანეთ, ახლა ის დროა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ რათა დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერიდან ქრთამის ნიშნები იკვეთება
შემდეგი სტატიაბრიუსელში ევროპული პოლიტიკის ცენტრში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობაზე იმსჯელეს