11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ნანა სანდერსი:შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერსი ამბობს, რომ ციხეში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება.

„მადლობა მათ, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან მიიტანა. ჩემი განცხადების შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან რაღაც საკითხების გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა კვლავ არ მაქვს ორთოპედიული მატრასი. ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა და ცდილობდა, მისთვის ძალით ემკურნალა. ახლა კი ჩემს მიმართ ხორციელდება მუქარა. ასევე, საჭმელი 2 „სმენაა“ არ მომეწოდება. ბადრაგმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა.

სასამართლომ უნდა მომისმინოს, ვეგანი ვარ და ვეგანური საკვები უნდა მომეწოდოს. ჩემი განცხადებების შემდეგ ჩემს მიმართ განწყობები შეცვლილია. მეუბნებიან, რომ ჩემთვის საჭმელი არ არის, ეს არაადამიანური მოპყრობაა. ბადრაგმა მითხრა, რომ უზრდელი და ქუჩიდან მოყვანილი ვარ”,- განაცხადა ნანა სანდერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფაცაციამ ხობის პოლიციის უფროსის თანამდებობა დაიკავა
შემდეგი სტატიაარალეგალური სასაკლაოები შიდა ქართლში- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა