ნანა ფიფია: “ვინ ხარ? ხან მუზეუმს მიკეტავ, ხან სვეტიცხოველს!”

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელი ნანა ფიფია რამდენიმე წლის წინ (სავარაუდოდ ეს იყო 2015 წელი-ვლაქერნობის დღესასწაული),სოციალურ ქსელში ეხმიანება ახლანდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის ვიზიტს მუზეუმში. მის მიერ გავრცელებულ ფეისბუკ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ერთ მშვენიერ დილას მუზეუმში მაცნე მოვიდა – ძაღლებით, დაცვის წევრებით, შეძახილებით – დაკეტეთ! დაკეტეთ! ღარიბაშვილი მოდის!
ძაღლებიანად დარბოდნენ დარბაზებში, აღებდნენ მემორიალური ნივთების უჯრებს, ამოწმებდნენ მუზეუმელებს ბომბი გვქონდა ჩადებული თუ არა…
ციალა, რომელიც წლებია საგანძურს იცავს და გამოფენა აბარია, შიშით უკან მისდევს, არიქა, რამე არ ჩამოაგდონ, არ დაზიანდეს…
აქტიური სეზონია, ხალხი სასახლის დასათვალიერებლად მოდის და ვერ შემოდის, რატომ?
– ღარიბაშვილი მოდის!
მოვიდა, მოიარა, წავიდა და როცა გვგგონია რომ მუზეუმი უნდა გავაღოთ, ისმის ახალი შეძახილი:
– ბერა მოდის!
დღის ორი-სამი საათია, შიდა ეზოში ვართ, უკანა კარს მამაო მოადგა, ჯგუფი ახლავს, გავიგონე – ბოლნისი. ბოლნისში უახლოესი ნათესავები მყავს და ვერ მოვითმინე, მივედი, მამაო რკინის კარსმიღმა მეკითხება:
-რატომ არ გვიშვებთ?
– რა ვიცი, ბერა მოდის!
შემოვბრუნდი და ეზოში მყოფ მათი დაცვის უფროსს ვეუბნები:
-ხალხი ამხელა გზაზე ჩამოვიდა, ვერ შემოდის, ვინც არ უნდა მოდიოდეს, რა საჭიროა მუზეუმის პარალიზება?
მკაცრი სახის გამომეტყველებით მპასუხობს, მონა:
– რას ამბობთ, ქვეყნის პირველი პირი და პირველი კაცის შვილი მოდის!
მოვიდა ბერა, შავკანიანები ახლდა, არც გამარჯობა…შემოიარა და არც ნახვამდის… წავიდა!
საინტერესოა, რომელი ნორმალური ქვეყნის მუზეუმი იკეტება მთელი დღით, როცა ვინმე მთავრობის წარმომადგენელი, ან ბერასნაირი მიდის! რატომ მოგწონს ასეთი ფორმა!ვინც არ უნდა იყო!
ან, ვინ ხარ? ხან მუზეუმს მიკეტავ, ხან სვეტიცხოველს!”,- წერს მუზეუმის თანმშრომელი ნანა ფიფია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაოკუპაციო საზღვრის გახსნის მოთხვნით, ენგურის ხიდზე ენმ-ს წევრებმა საპტოტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან რაიმე სახის კომპრომისებზე საუბარი