ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ განცხადებას დეპუტატი სავარაუდოდ ორშაბათს დაწერს.

„ორშაბათს დავწერ განცხადებას, მაგრამ შესაძლოა, ორშაბათამდე ვერ მივაღწიო და გავასწრო სალომე ბარკერის დას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

banner
წინა სტატიაშისაპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს – ბახტაძე
შემდეგი სტატია“ხეპრული გამონათქვამებისთვის კი მოძებნეს დრო” – ვოლსკი ოპოზიციაზე