ნანა კაკაბაძე – არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში ვერ გაერკვა

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხახდებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო იცნობს ასზე მეტ პირველ პირს, რომლებიც სხვადასხვა სასჯელით არიან დაპატიმრებული და გასამართლებული, სააკაშვილის დაპატიმრებას საქართველოში არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან.

„სააკაშვილის დაპატიმრება ბოლო პერიოდში ლამის ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა, როდესაც მსოფლიო იცნობს 101-ზე მეტ პირველ პირს – პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც სხვადასხვა სასჯელით დაპატიმრებული, გასამართლებული არიან. თუმცა, ასეთი სერიოზული ბრალდებებით, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა, ძალიან იშვიათი გამონაკლისები თუ გასამართლებულან მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამას არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან, და რაც მთავარია, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.

რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილის სახელი უკავშირდება, ჰყავდა ასობით, ათასობით დაზარალებული, უფლებაშელახული ადამიანი, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა პროკურატურა, სასამართლოები, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ის პრობლემები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, ციხეებში წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობები და წამებით გამოწვეული სიკვდილები, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა.

ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც კი არ აღძრულა, გამოძიებებიც არ იყო დაწყებული და ხელისუფლება მათ პირდაპირ, უაპელაციოდ ეძახდა კრიმინალებს. ამას ემატება ის ომის პროვოცირება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა 2008 წელს და რომელსაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა.

დღეს საშიშია იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყანა იყო ინსპირატორი ამისი, თუმცა ბრიუსელის ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის რეზოლუციაში ამას მოაწერა ხელი სააკაშვილის გუნდმა და დაადანაშაულა საქართველო ომის პროვოცირებაში. ახალი ხელისუფლება „ქართული ოცნებ“ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდა იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ის იყო იძულებული, ემტკიცებინა საერთაშორისო სასამართლოების დონეზე, თუ ქვეყნის შიგნით, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, რომ ეს ჩვენი ტერიტორიები იყო და რუსეთის შემოჭრა აგრესია იყო. ასეთივე დიდი დანაშაული იყო, როდესაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა 6- პუნქტიან შეთანხმებას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო კაპიტულაცია და დღენახევრიანი ომის შემდგომ გამოაცხადა, რომ ნებდებოდა და საქართველოს მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნებოდა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კაკაბაძე ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, სამართლიანობა უნდა ნახონ.

„დღეს ის ექსპრეზიდენტია და სირცხვილია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, სადაც ის ქვეყნის პირველი პირი იყო, მაწვნებთან და არაჟნებთან ერთად შეიპარები. ეს ერთი მხრივ, სიმხდალეა. ოდესღაც უნდა დადგეს დრო, როდესაც სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, ამ უნდა ნახოს სამართლიანობა“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების დევნა – შსს პოლიციის მაიორმა დატოვა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – უნდა გაუფრთხილდნენ, „სული უნდა შეუბერონ“ სააკაშვილს, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული სააკაშვილის კარგად ყოფნაზე