
ჯორჯაძე ამბობს, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული მთავრობა სჭირდება და არა ფალსიფიცირებული არჩევნებით არჩეული.
“ისეთი მთავრობა გვჭირდება, რომელიც საქართველოს ევროპის გზაზე დააყენებს და არა ოკუპანტი რუსეთის” – ამბობს ქართველი კინორეჟისორი.
მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, შეინარჩუნოს თავისი ღირსება, თავმოყვარეობა ყოველმა მისმა მოქალაქემ და მიხვდეს, რომ ასეთი ფალსიფიცირებული არჩევნებით არჩეული მთავრობა არ არის ლეგიტიმური. ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმური არჩევნები, გვჭირდება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. გვჭირდება ის მთავრობა, ბრძენი, ჭკვიანი, ერის და ქვეყნის მოსიყვარულე, რომელიც საქართველოს ევროპის გზაზე დააყენებს და არა ოკუპანტი რუსეთის. გვჭირდება ისეთი მთავრობა, ფულში არ გაყიდონ არც სამშობლო და არც ადამიანური ღირსება”, – თქვა ნანა ჯორჯაძემ “პირველებთან”.


















