ნანა გახელაძე შვილის გათავისუფლებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის

ზაზა გახელაძის დედა, ნანა გახელაძე შვილის გათავისუფლებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის.

„ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის, ჩვენს პატრიარქს, რუსეთის პატრიარქს, პრემიერს, პრეზიდენტს, ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – აცხადებს ნანა გახელაძე.

მისივე თქმით, შვილის დღეს გათავისუფლებას არ ელოდებოდა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღეს მათთან ოჯახში იმყოფებოდა, გათავისუფლების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

„ნამდვილად არ ველოდებოდით, თვითონ ირაკლი ანთაძეც იყო დღეს მოსული. შეიძლება, იცოდა კიდეც, არც დღე და არც რიცხვი, არაფერი უთქვამს. სიმართლე გითხრათ, გაღიმებული და გახარებული კი იყო, მაგრამ გვითხრა, რომ გვეტყვიან, რა დროს გახდება ცნობილი გათავისუფლების რიცხვი, პირველ რიგში გამოვიქცევი და გაგაგებინებთო“, – განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი აშშ-სგან 6 მილიარდი დოლარის ტანკებს შეიძენს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია