“ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი”

მსგავსი ტიპის საყვედურის თქმა ჩვენს მიმართაც შეიძლება – ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი , – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა.

“სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის, როცა ასეთი სახეცვლილება მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე აქვს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით გახარიას მიერ პროკურატურისათვის მიმართვას, სარჯველაძის თქმით, აღნიშნული თემისგან ამხელა ამბის შექმნა არ ღირს და ეს თავად გახარიასთვის არ არის პროდუქტიული.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი – არანაირი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება
შემდეგი სტატიასამადაშვილი: პროვოკაციებს „ქართული ოცნება“ აწყობს