,,ნამდვილად გავეცით ის გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს“

“ჩვენ ნამდვილად გავეცით ის გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს,” – პრემიერმინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარებას და ამ მიმართულებით გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც უნდა ახასიათებდეს თავისუფალ არჩევნებს. ჩვენ ნამდვილად გავეცით ის გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სივრცეში გავრცელდეს განწყობა, რომ ყველა „მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო პერიოდში მინდორზე, ასევე ამ მაღალ სტანდარტებს დაექვემდებაროს”.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეასრულეს სამინისტროებმა ომბუცმენის 2014 წელს გაცემული რეკომენდაციები
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლებაც ამას გადაყვება”