„ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვდებიან.

მინისტრები არსებულ ვითარებას გაეცნობიან და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხებენ.

„საბჭოთა კოლაფსი რომ არა, „ნამახვანჰესი“ ალბათ აშენებული იქნებოდა, თუმცა ალბათ უკეთესიც არის, რომ ვერ აშენდა, რადგან ჩვენ დავხვეწეთ და უფრო უსაფრთხო და ნაკლებად საზიანო გავხადეთ აღნიშნული პროექტი, ვიდრე წინა პროექტი იყო.

ზოგადად, კაშხლები შენდება მთელ მსოფლიოში და კაშხალი არის ყველაზე ქმედითი ნაგებობა, რომელიც მეწყრისგან იცავს გარემოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და ის მედიისთვის გახსნილია.

banner
წინა სტატიაშისან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები COVID-19-ის ვაქცინით აცრეს – როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა ?
შემდეგი სტატიარატომ უნდა შეაჩეროს ბაიდენმა ერდოღანის მიერ ანტიტერორისტული რიტორიკის ბოროტად გამოყენება