17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

“ნამახვანჰესის” საქმე: აშშ-ის სასამართლომ საქართველოს კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ მილიარდ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა

ENKA Renewables vs Georgia საქმეზე აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. ნამახვანჰესის საქმეზე საქართველოს კომპანია ENKA-სთვის ჯამში მილიარდ ლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

2026 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ENKA-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიიღო გადაწყვეტილება ICC-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობის და აღსრულების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, არსებული მდგომარეობით, გადასახდელი კომპენსაცია ასე ნაწილდება
• 443,258,952 დოლარი
• 356,190.82 ევრო
• 40,362.72 გირვანქა სტერლინგი

 როგორც გამოცემა BM. ge წერს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება და სახელმწიფო აღნიშნული უფლებით ისარგებლებს

banner
წინა სტატიაშითაღლითობა რუსთავში: დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატია“გაერო-ში უსმენდნენ კადაფსაც და ასადსაც”-თაზო დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის ვიზიტზე