„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას დღეს თბილისში გამართავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას დღეს თბილისში გამართავენ.

პროტესტის მონაწილეები დილით ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც მანქანებით დედაქალაქისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათიდან შეიკრიბებიან, სიტყვით გამოსვლები კი 15:00 საათზე დაიწყება.

მათი თქმით, ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ და თბილისში მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან.

banner
წინა სტატიაშიდღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაპოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი