ნამახვანჰესის ENKA-სთან დადებულ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის

იუსტიციის სამინისტრო იურიდიულ მომსახურებას შეისწავლის, რომლის მიზანიც სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელ კერძო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესწავლაა.

სახელმწიფოს ხელშეკრულების შესწავლა 70 800 დოლარი დაუჯდება. ჯერჯერობით უცნობია რომელ კომპანიასთან გააფორმებს სამინისტრო ხელშეკრულებას.

მომსახურებას იუსტიციის სამინისტრო დაჩქარებული წესით, პირდაპირი შესყიდვით ყიდულობს და კონტრაქტორი ვალდებული იქნება, ხელშეკრულება 45 დღის განმავლობაში, სექტემბრის დასაწყისამდე შეისწავლოს.

“მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღებისაგან, იზრდება სახელმწიფო ტენდერის ჩაშლის რისკი”, – წერია სატენდერო პირობებში.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ
შემდეგი სტატიაოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა