ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძე შესაძლოა გია გეგუჩაძემ შეცვალოს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დინამოს მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გვიან ღამით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ გეგუჩაძის კანდიდატურა განიხილება.

დატოვებს თუ არა თანამდებობას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, სავარაუდოდ, დღეს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გახდება ცნობილი. აღმასკომის წევრები ერთ საათში შეიკრიბებიან.

კახა ცხადაძემ გუშინ განაცხადა, რომ ის ნაკრებიდან საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ იმ პროექტების პრიორიტეტიზაციას ვახდენთ, რომლებიც თითოეულ სამინისტროს გააჩნია”
შემდეგი სტატია“რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა” – გიორგი კვირიკაშვილი