ნაკლოვანებები საპრეზიდენტო არჩევნებში – Freedom house-ის 2019 წლის ანგარიშში საქართველოს ქულა დააკლდა

ნაკლოვანებები საპრეზიდენტო არჩევნების ადმინისტრირებასა და წინასაარჩევნოდ კრედიტების დაფარვის პოპულისტური დაპირება – ეს ის მიზეზებია, რაც მსოფლიოში თავისუფლების შესახებ Freedom house-ის 2019 წლის ანგარიშში, საქართველოსთვის ქულის დაკლების მიზეზი გახდა. ორგანზაცია კიდევ ერთ ნეგატიურ მოვლენად შავი ზღვის უნივერსიტეტის დახურვას ასახელებს.

საქართველოს შესახებ ანგარიშის დეტალური ნაწილი უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.

“პირველი სფერო, ეს იყო არჩევნები. მეორე ტურში კი მოვლენები 2 მიზეზით გაუარესდა. უპირველეს ყოვლისა, ძალიან მოსაწონი იყო ის, რომ არჩევნები, ნამდვილად კონკურენტულად მიმდინარეობდა, თუმცა ის ფაქტი, რომ შედეგი გაურკვეველი იყო, ძლიერ მოტივაციად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შედეგებზე მანიპულირების მოხდენა სურდათ. ცნობები სანდო წყაროებიდან მიზეზებს იძლევიან იმის დასაჯერებლად, რომ არჩევნების ადმინისტრირებაში ნაკლოვანებები იყო. ხალხის კრედიტების დაფარვაზე დაპირების განცხადება, იქნებოდა ეს არჩევნების ყიდვა თუ სხვა რამ, უდაოდ პოპულისტური დაპირება გახლდათ. მეორე ნეგატიური ცვლილება კი “შავი ზღვის უნივერსიტეტის დახურვა” ან მისთვის ლიცენზიის შეჩერება გახდა. მე არ ვიცი დეტალები, თუმცა არის რამდენიმე მიზეზი იმის სარწმუნოდ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო,-აცხადებს “კურიერთან” საუბრის დროს Freedom house-ის ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს