ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ ის არ დანებდება – ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა.

მისი თქმით, პუტინის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობ, რომ პუტინის შემდგომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

„ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ის უბრალოდ არ დანებდება და არ იტყვის, „მე ვცდებოდი და ამიტომაც მივდივარ“. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, რუსული ძალები უკრაინულმა ძალებმა ბრძოლის ველზე უნდა დაამარცხონ. სწორედ ამიტომ შეუძლებელია უკრაინის საჭირო დახმარებისა და რესურსების მიწოდების შენელება“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში – ან ძალიან დაკავებულია, ან თავისი პოლიტიკის რცხვენია, ან ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა – უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების თუ კომპანიების მცდელობა ამ სანქციებს თავი აარიდონ… ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია – ერმაკი