ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია იწყება

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არასოდეს ყოფილა და მოსახლეობა ამ დრომდე ჭებით სარგებლობს, რომლებიც ზაფხულობით შრება, წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის განხორციელებით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და მილსადენი. პროექტის ღირებულება 677 676 ლარია.

სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კაპიტელი“ შეასრულებს.
ახალი კორონავირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია სამუშაოებს შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასვანეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია