ნაყოფია – უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით – თვლიან, რომ სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში

უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თვლიან, რომ ძალიან სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ კლინიკა “ვივამედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის და საერთაშორისო მეგობრობის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა ევროპელი პარტნიორების მეთვალყურეობით ჩატარდება.

“უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ცნობილია, ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი პატიმარი. პუტინი ამას ბიძინა ივანიშვილის ხელით ახორციელებს საქართველოში. ყველა არის ამაში დარწმუნებული. უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თვლიან, რომ ძალიან სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მას აღმოუჩენენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება ექსპერტიზას, “ქართული ოცნებისგან” ყველაფერია მოსალოდნელი. თავიდან რომ ავიცილოთ სხვადასხვა ტიპის მოულოდნელობა და სიურპრიზი, კარგი იქნება თუ ექსპერტიზა ევროპელი პარტნიორების მეთვალყურეობით ჩატარდება”,- აღნიშნავს ნაყოფია.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის სამთავრობო კრიზისის ფონზე, საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი ინდონეზიაში ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება
შემდეგი სტატიაპროექტის “500 ქალი ტექნოლოგიებში” ფარგლებში თიბისი კარიერულ ბუთქემფში ჩაერთო