ნაყოფია სააკაშვილზე: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა

ნაყოფია მელიაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა, კობა ნაყოფიამ მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, აღენიშნება კიდურებზე გამონაყარი, რაც სავარაუდოდ, პოსტტრავმული პერიოდით აიხსნება.

კობა ნაყოფია არ გამორიცხავს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დადგეს.

“ჩემი აზრით, ალბათ დადგება საკითხი ექიმების ჩართულობის და შესაძლოა, მისი შემდგომი, ჩემი აზრია ეს, გადაყვანის. იმიტომ, რომ ნამდვილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა და ვერ ვიტყვი, რომ რეაბილიტაციის პროცესმა რაღაც დიდი შედეგი მის შემთხვევაში მოგვცა”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში კანონდარღვევით აუდიოჩაწერის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა