ნაყოფია: ნიკა მელიას გარეშე „ქართულ ოცნებასთან” შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია

ნაყოფია მელიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვიდრე მელია არ გათავისუფლდება.

ნაყოფიას თქმით, ნიკა მელია არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმომწერია

„თქვენ კარგად იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე მეორედ დააპატიმრა ნიკა მელია. როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე არის დაპატიმრებული, ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ შეუძლებელია. ნიკა მელია არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმომწერია. როცა ნიკა მელია გათავისუფლდება, ის ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მარტივი და მკაფიო პოზიცია.

ხელისუფლებას ძალიან მარტივი გათვლა აქვს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლის და წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ელოდებიან, რომ ეს წნეხი კიდევ გაგრძელდება და წავიდნენ რაღაც დათმობაზე, მაგრამ ნიკა მელიას გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რამე შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ოპოზიცის უარი ალოგიკურია, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაპავილიონისი : მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან