ნაყოფია – ხელისუფლების აქციები როგორც მთავრდება ბევრჯერ აქვს ქვეყანას ნანახი

ხელისუფლების აქციები როგორც მთავრდება ბევრჯერ აქვს ქვეყანას ნანახი, სჯობს მიხედონ საქმეს, უამრავი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია 27 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციას.

მისი განცხადებით, ხელისუფლება საჯარო სექტორის წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობს აქციის მონაწილეების მობილიზებას და მათგან განსხვავებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე გულანთებული ადამიანები თავიანთი ნებით მივიდნენ.

„ზუსტად ვიცი, რომ სკოლის მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ავალებენ წამოიყვანონ ოჯახის წევრები და ამით აპირებენ აქციის ჩატარებას. თქვენ იხილეთ 14 ოქტომბერს გულანთებული ადამიანების აქცია, რომლებიც ნამდვილად ქვეყნის პატრიოტები არიან და მოვიდნენ თავისი ნებით. ხელისუფლების აქციები როგორც მთავრდება ბევრჯერ აქვს ქვეყანას ნანახი. სჯობს, მიხედონ საქმეს, უამრავი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში. სჯობს ამ პრობლემებით დაკავდნენ, ვიდრე ხარჯონ ფული ამ ადამიანების თბილისში ჩამოსაყვანად”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა შუშანია – ქუთაისის მერის დავალებით, პაატა ბურჭულაძეს ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა