ნაყინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი. აღსანიშნავია, რომ კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში გამოვლენილა.

„მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე საკვლევად, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან. მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან.

მიმდინარე წელს, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად, ნაყინის 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს არაერთი მიმართულებით ახორციელებს; კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2-3 აგვისტოს ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე აეროდრომი „მოროზოვსკი“ დაბომბეს
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით