ჩემი თაობის ხალხს ყველას გაქვთ ევროტურის ქართული ვერსია ნანახი, იქ ბოლოში არის – ნაყინი არ დაგეწუწოს დებილო, ამის გარდა მართლა რა უნდა უთხრა არ ვიცი. თავის ამომრჩეველს დასცინის ამით. ეს ხალხი აქამდეც დასცინოდა ყაველაშვილს, ამის მერეც დასცინის. ვისთვისაც ეს ყველაფერი საღადაო არ არის, არის “ოცნების” ამომრჩეველი, რომლებიც გაოცებულები, შოკირებულები არიან. მიხვდნენ, რომ გვიანი აბსოლუტიზმის სხვა ფაზაში გადავიდნენ. ეს კაცი დემონსტრაციულად აჩვენებს თავის ამომრჩეველს, რომ რასაც უნდა, იმას იზამს.
ეს ხალხი იქამდე იდგება აქ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც უკანონოდ დატყვევებულები, დატუსაღებულები არიან. ეს ხალხი უვნებლად გამოუშვით საპყრობილეებიდან დროზე და ყველა საქმე მათზე შეწყვიტეთ, თორემ საზოგადოების რისხვა არ დასრულდება”, – ამბობს “ძლიერი საქართველოს” წევრი თაზო დათუნაშვილი.