ნახევრად შიშველმა აქტივისტებმა ბრიტანეთის პარლამენტში “ბრექსიტის” დებატებზე აქცია გამართეს

ნახევრად შიშველი აქტივისტების ჯგუფმა, რომლებიც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან, ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც “ბრექსიტის” შესახებ მეოთხე დებატები მიმდინარეობს, აქცია გამართეს – Reuters-ი ავრცელებს. აქტივისტებს ეხატათ სლოგანები “კლიმატური სამართლიანობა ახლა”, “ეს კოლაფსია” და “საკმარისია დროის დაკარგვა”.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე მსჯელობისას რამდენიმე დეპუტატს თვალი აქციის მონაწილეებისკენ გაურბოდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეთაგან მინიმუმ ერთი პოლიციამ გაიყვანა შენობიდან.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო სოლიდარობის ქსელი საერთო მოძრაობის შექმნას აანონსებს
შემდეგი სტატიაგერმანიაში წაულას უკანასკნელი ფერმაც დაიხურა