20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ნახევარი საქართველო რომ დავიხოცოთ, ეს შანსი ამ ბავშვებს უნდა მივცეთ, თუ საერთოდ შეგვრჩა რამე ადამიანური”- ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე „ტვ პირველის“ ეთერში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების პრობლემას გამოეხმაურა. მან მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლების პოზიცია მედიკამენტების დაფინანსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 100 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა ქვეყნისთვის უალტერნატივო მოვალეობაა.

სოხაძის თქმით, არსებული ბიუჯეტის ფონზე, წამლის არდაფინანსება ქვეყნის სირცხვილია:

„ეს ბავშვები არიან ჩვენი ტკივილი და სირცხვილი ერთდროულად, რადგან ქვეყანაში, რომელსაც თუნდაც 53 თუ 55 მილიარდი ბიუჯეტი აქვს, როდესაც ეს არ არის ვიღაცის კაპრიზი, ეს არის წამალი, რომელიც რიგ ქვეყნებში უკვე აპრობირებულია. ეს არის ბოლო იმედი.

100 ბავშვის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ყოველ მიზეზგარეშე. როგორ შეიძლება ამ ბავშვებს ასე გადაუწყვიტო ბედი?! დღეს ეს წამალი ამ ბავშვებს სჭირდებათ სასიცოცხლოდ, ეს არ არის ფიქრის საგანი. ეს შანსი ჩვენ ამ ბავშვებს უნდა მივცეთ, რომ დავიხოცოთ მართლა ნახევარი საქართველო, უნდა მივცეთ, თუ ადამიანები ვართ საერთოდ და შეგვრჩა რამე ადამიანური“, — განაცხადა ირმა სოხაძემ.

banner
წინა სტატიაში“დათქმულ ტერიტორიაზე არ დამხვდა”-სააკაშვილი გარემოცვიდან იმ პირზე ყვება, ვინც მისი ჩამოსვლის მონაცემები გასცა
შემდეგი სტატიადემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი შეთანხმება ანექსიის გაფორმებად ფასდება