ნახევარი მილიონი საახალწლო ღონისძიებების რეკლამირებისთვის – “ენმ” აუდიტის სამსახურს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს დედაქალაქის მერიის ხარჯებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. პარტიის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მთავრობა, საახალწლო ღონისძიებებისთვის დამატებით გამოყოფილი 2 700 000 ლარიდან, ნახევარ მილიონს სარეკლამო მომსახურებაში დახარჯავს.

ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ეს არაადეკვატური გადაწყვეტილებაა.

„კახი კალაძე საახალწლო ღონისძიებებისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარიდან 500 ათას ლარს დახარჯავს მხოლოდ სარეკლამო მომსახურებაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ლარი და 18 ეზედმეტა დედაქალაქის მერს და მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველებს უკვე ლარი და 13 თეთრად გამოკვებავენ. ამ დროს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯო საახალწლო ღონისძიების მხოლოდ რეკლამისთვის, მიგვაჩნია არაადეკვატურად. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მივმართავთ, ამ ბრძანების შესაბამისად დაიწყონ მოკვლევა,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ნაგვის ურნებს სრულად 21:00 საათის შემდეგ დაცლიან
შემდეგი სტატიაპრემიერი: თუ გია გაჩეჩილაძის ნათქვამი სასამართლოზე დადასტურდება, თანამდებობას დავტოვებ