ნახეთ, რა მოვიდა დღეს ფოსტით! მადლობა მხარდაჭერისთვის, დონალდ ტრამპ! – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საჩუქრად დონალდ ტრამპის სახელით ქუდი მიიღო. სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

„ნახეთ, რა მოვიდა დღეს ფოსტით! მადლობა მხარდაჭერისთვის, დონალდ ტრამპ“, – წერს უნგრეთის პრემიერი.

აღსანიშნავია, რომ ქუდი საჩუქრად ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მას შეცდომით თურქეთის ლიდერი უწოდა.

„არის ერთი კაცი, ვიქტორ ორბანი, ვინმეს გსმენიათ მის შესახებ? ის ალბათ ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერია მსოფლიოში. ის თურქეთის ლიდერია“, – განაცხადა ორშაბათს ნიუ-ჰემფშირში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთ ინვესტორს აქვს მცდარი აზრი, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია, მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაპრემიერი – ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში