26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“ნახავთ, როგორ დაეცემა ნავთობის ფასი”- ტრამპი ირანთან გაფორმებული შეთანხმების დეტალებს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გუშინ ღამით ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, მხარეებს საბოლოო კონსენსუსისთვის 60-დღიანი ვადა აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვაშინგტონი მკაცრი ზომების გატარებით იმუქრება. თეთრი სახლის ლიდერმა ხაზი გაუსვა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის თავისუფალ დინებას და აღნიშნა, რომ შეთანხმების ჩაშლა გლობალურ სანაოსნო უსაფრთხოებასა და ენერგობაზარს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის.

„ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად მიდის. ჰორმუზის სრუტიდან გემები ისეთი რაოდენობით გადიან, როგორც არასდროს. მათი რაოდენობა ძალიან დიდია, დაახლოებით 700. ისინი უწყვეტად გამოდიან. ნავთობი ყველგან მიედინება. თქვენ ნახავთ, როგორ დაეცემა ნავთობის ფასი. იმედი მაქვს, კომპანიები ამით კმაყოფილები იქნებიან… ახლა კი გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ხელი გუშინ ღამით მოეწერა. მათ 60 დღე აქვთ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც მათ ნამდვილად არ მოეწონებათ. არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდება. გახსოვდეთ, თუ ამას გავაკეთებთ, ნავთობი სრუტიდან ასე თავისუფლად ვეღარ გავა, რადგან მილიარდდოლარიანი გემების მფლობელებს არ მოსწონთ არც თავზე რაკეტები და არც წყალში მიმოფანტული ნაღმები”,_  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივ კომუნიკეს ავრცელებს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს