თბილისში, ნახალოვკაში, ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.


















