ნაჯახით დაჭრილი ქალის მდგომარეობა უმძიმესია

Crime Scene

ქმრის მიერ ნაჯახით დაჭრილი ქალის მდგომარეობა უმძიმესია. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ჭრილობა მას თავის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევა სამეგერელოში, სოფელ ხაბუმეში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცმა ნაჯახით საკუთარი შვილი მოკლა და მძიმედ დაჭრა თავისი მეუღლე. მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, საკუთარ ეზოში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. წინასწარი ცნობით, დაკავებული ქუთაისის რაიონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, ბინაში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს